კლინიკა “მედალფას” დირექტორი კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შესახებ საუბრობს. ალექსი გოხელაშვილის ინფორმაციით, პაციენტს “კოვიდ 19-თან” ერთად უამრავი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
“ქალბატონს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები. ამჟამად არის 39 პაციენტი და გუშინ 3 პაციენტი გაეწერა,”– განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა
ინფორმაცია უკვე აისახა მთავრობის სპეციალურ საიტ StopCov.ge-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ქვეყანაში “კოვიდ-19-ის” დადასტურებული შემთხვევა 394-მდე გაიზარდა, 86-მა პაციენტმა კი ვირუსი უკვე დაამარცხა და გამოჯანმრთელდა.
ერთ-ერთი დაინფიცირებული კომპანია “სმარტის” თანამშრომელია. კომპანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დაინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან იყო შემხებლობაში, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
