LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანი განიკურნა

კიდევ ექვსი გამოჯანმრთელებული და საერთო ჯამში 93 პირი, რომლებმაც კოვიდ 19 დაამარცხეს. მონაცემები  ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ამ დრომდე მონაცემები არ შეცვლილა და ჯერჯერობით კ394 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ვებგვერდზე ცალკე გრაფაა, სადაც წერია, რომ უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –547.