“მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრგძელოთ“,- ეს განცხადება მარინა ენდელაძე აჭარის ტელევიზიის ეთერში გააკეთა. ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ყველა ღონისძიება სწორად გატარდა და ამის შედეგია ის, რომ ახლა ქვეყანა სერიოზული პიკის წინაშე არაა.
ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეცალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 402-მდე გაიზარდა
„ამიტომ არის, რომ ეს ორი-სამი დღე არ არის დიდი მატება, როცა ამ პერიოდისათვის თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პიკის მონაცემები. პიკის განსაზღვრა ასე ადვილი არ არის, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული – მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრგძელოთ“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არიან როგორც მძიმე, ისე საშუალო და მსუბუქი ფორმით დაავადებულები.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა
