ილია მეორის კურთხევით დღეს სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა.
ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა.
სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებშიც.
ცნობისთვის, დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს.
როგორც წესი, დღეს მოქალაქეები საფლავებზე უნდა გასულიყვნენ, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო დედაქალაქსა და რეგიონებში ყველა სასაფლაო დაკეტილია.
ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.
