LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახანგრძლივდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა: საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს

საქართველოში საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით, ანუ ოთხშაბათამდე მოქმედებს.

გახანგრძლივდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა ჯერ ცნობილი არ არის.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.