რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ პანდემიის დროს არიან ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეეცადნენ.
“მათ მიზნად დაისახეს მიისაკუთრონ ეკონომიკურად მძიმე ვითარებაში მყოფი მოსახლეობის ქონება, ეს ბოროტებაა და სახელმწიფოს მართებს დროულად აღკვეთოს მსგავსი ქმედებები”, – აცხადებს რომის პაპი.
იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს - რომის პაპი
პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს აღდგომის დადგომისას მიმართა და მოუწოდა, კორონავირუსისგან გამოწვეულ შიშს არ დანებდნენ.
“პანდემიის პირობებში მძიმეა მათი ცხოვრება, ვინც ჯერ კიდევ ჯანმრთელი, თუმცა საკვების გარეშეა დარჩენილი. ასეთების რაოდენობა კი მსოფლიოში ძალიან დიდია, პანდემიის პირობებში ულუკმაპუროდ დარჩენილებს გამოეცხადებათ ის ფინანსური ორგანიზაციები და პირები, რომლებიც უძრავი ქონების სანაცვლოდ ფულად დახმარებას ჰპირდებიან. ერთია, რომ მსოფლიოში ვირუსის სახით არსებულ პანდემიას ვებრძოლოთ, მეორეა, რომ გვაქვს სოციალური პანდემიაც, რისი გაკონტროლება ასევე ხელისუფლების მთავარ ამოცანად უნდა იქცეს, რადგან ისედაც ღარიბი მოსახლეობა ვირუსის პერიოდში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არ ჩავარდეს. მოდი, ვილოცოთ ასეთი ადამიანებისთვის, რათა უფალმა გარდაქმნას მათი ცნობიერება,” – განაცხადა რომის პაპმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ვატიკანში რომის პაპის ახალი წიგნი გამოიცა. წიგნში ძალიან ბევრი ლოცვაა, რომელიც პანდემიის დროს ადამიანებს სულიერად გააძლიერებს. წიგნი უფასოდ დაურიგდება მორწმუნეებს.
„ჩვენს გარშემო ყველაფერი შეიცვალა, რაც დაგვრჩა, ეს არის ლოცვა, რომ ადამიანები ჩვეულ სამსახურს, ადამიანებსა და ურთიერთობებს დაუბრუნდნენ“, – აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე.
