LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასულიერო პირებს მიწები მაინც ჩამოურიგეთ”- მამა პეტრე კოლხი მთავრობას მიმართავს

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმას სოციალურ ქსელში დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ეხმაურება და ხელისუფლებას სასულიერო პირებისთვის მიწების გადაცემას სთხოვს.

„საქართველოს მთავრობა, სასულიერო პირებს მიწები მაინც ჩამოურიგეთ, დაამუშავებენ და მოსავალს მოიყვანენ!..“ – დაწერა პეტრე კვარაცხელიამ.

სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარებში დეკანოზს ეუბნებიან, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიწა საკამრისად აქვს და განაწილების შემთხვევაში ყველა მღვდელს ეყოფა.

“სასულიერო პირებს შემოსავალი ისედაც აქვთ, თანაც სოლიდური..ინატრეთ, გაჭირვებულებს დაურიგონ”

“საპატრიარქოს ისედაც ურიგდება მიწები ყოველწლიურად”

“მაპატიეთ მამაო ,თქვენზე ნამდვილად არ ითქმის,მაგრამ მამაოები იმდენ მიწის ნაკვეთებს ფლობენ , 40 ჰეტარზე ნაკლები არა აქვთ და მეტი რამდენსაც გინდათ.გაჭირვებული მამაოებიც ვიცი,მაგრამ უზომოდ გამდიდრებულიც ბევრია!”- წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად