“ინფიცირების რისკი ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს. ხანდაზმულებში უფრო მეტია გართულებები,” – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ ინფიცირება შესაძლოა ყველა ასაკს თანაბრად შეეხოს.
„როცა სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას ვუყურებთ იქ მოხვედრილია გართულებული ვირუსის მქონე პაციენტების სხვადასხვა სპექტრი. იქ კარგად ჩანს, რომ გართულებული შემთხვევები კარგად არის წარმოდგენილი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.
რადგან ჩვენთან კონტაქტების კვლევა ხდება, ეს ძალიან კარგია და ყველა გამოვლენილი პაციენტი სიმპტომებიანიც და უსიმპტომოც ხვდება სტაციონარში, ბევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ამ ჯგუფის პაციენტები ჰოსპიტალიზირებულები არ არიან. ჩვენთან სწორედ სტაციონარში ხდება ასაკობრივი სპექტრის დამუშავება. ინფიცირების რისკში არ არის ხანდაზმული ადამიანი, აქ არის უფრო გართულების რისკი. ინფიცირება შესაძლოა ყველა ასაკს თანაბრად შეეხოს“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ამდრომდე, საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს აქვს დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში – 4949 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი რჩება.
