LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსისგან განკურნებულმა უკვე დატოვა კლინიკა.

ის ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა.

ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხი თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.

“ცილისმწამებლურმა ბრალდებამ აპოგეას მიაღწია” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს