საქართველოში ესპანეთიდან, ბარსელონიდან საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრები აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.
მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად ავია რეისები აპრილის და მაისის თვეშია დაგეგმილი.
