პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მან განმარტა, რომ „ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება კორონავირუსთან და ამას უნდა უნდა შევეგუოთ. მისივე თქმით, ათეული შემთხვევები იქნება ქვეყანაში, რამაც დაძაბულობა არ უნდა გამოიწვიოს.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფექციონისტებისა და ექიმების შეხვედრა გაიმართა.
ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან - თენგიზ ცერცვაძე
„საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ. ამისთვის, აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს გაშვებული დაღმავალი გზით, მასობრივი ტესტირება ამაში მხოლოდ დაგვეხმარება. საქართველოში აქამდე ვერ კეთდებოდა მასობრივი ტესტირება, რასაც ხსნიან იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო, თუმცა ტესტავდნენ იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მხედველობაში მაქვს პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები აბ რისკის ფაქტორები – კონტაქტი პაციენტთან, ინფიცირებულთან, ან სხვა. ამას ბოლნისის, მარნეულის, ქობულეთის მაგალითები გვიჩვენებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით.
ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, ეს საოცარია - თენგიზ ცერცვაძე
