LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – კალაძის პასუხი

როგორც კი დარგის სპეციალისტების რჩევა და მოწოდება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვებაზე მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული იყო ჩვენი მხრიდან ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრძოლა არ დაგვისრულებია, ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა, ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას. როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება, მაშინვე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.

მგონი საბოდიშოდ არ გვაქვს საქმე, როცა ასობით გარდაცვლილი არ გვყავს: იმნაძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს

“სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებთან გადასვლას საქეიფოდ”- პაატა იმნაძე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს