LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა

​საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. განახლებული მონაცემებული მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია და 485-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სტატისტიკაც არის ასახული, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა მონაცემებს ასახავს.