LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე” – ხათუნა ზახაშვილის რჩევები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა და ასევე გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართეს და შეკითხვებს უპასუხეს. როგორც ზახაშვილმა განაცხადა, მოქალაქეებს ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მოუტანოს.

„ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ის გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა მისი ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით , რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები.

უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის რისკები“, – ამბობს ზახაშვილი.