ვარშავ-ბათუმის რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა და ქვეყანაში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. ქალაქის აეროპორტშიმათ ეპიდემიოლოგები და საწარმო სამედიცინო დახმარების ბრიგადები დახვდნენ. ყველა მგზავრმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემდეგ უკვე საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.
ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ
თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტატინიდი აცხადებს, რომ ხვალ კოპენჰანგენი-თბილისის სპეციალური რეისი განხორციელდება.
“რეისით სარგებლობა შეეძლოთ შშმ პირებს, საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა. ხვალ განხორციელდება რეისი კოპენჰანგენი-თბილისი. საქართველოში ასევე დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან დაბრუნდება საქართველოს 40-მდე მოქალაქე,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტატინიდმა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სპეცრეისებით საქართველოში 8000-მდე პირი დაბრუნდა.
