LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 “ბოლო სერიაში სამი მუშკეტერი რომ ეგონათ, კარდინალის გვარდიელები აღმოჩნდებიან” – ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ტელეკომპანია “იმედის” რეპორტაჟს ეხმაურება. საუბარია აღნიშნული მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, რომელიც ქართველი ექიმების და მათ შორის თენგიზ ცერცვაძის მოღვაწეობას და წარმატებულ სახელს უკავშირდება.

“იმედი”!
ვაი თქვენს პატრონს, უბედურს! და თქვენი მარიონეტების პატრონს!
ველოდები მოუთმენლად გადაცემას.
სახელმწიფო ჯილდოს მიღებისას პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოა თქვენი სამხილი, ხომ?
აბა ვნახოთ რა მოამზადეთ 
ისე, დიდი მადლობა!!!
დაამტკიცეთ ის, რის დამტკიცებასაც ვცდილობდი ეს დღეებია. მედიცინა აქ არაფერ შუაშია და არც არასოდეს იყო. მთელ მსოფლიოში გაფანტული და საქართველოში დარჩენილი ქართველი პროფესიონალი ექიმების პოტენციურად სახიფათო ინტელექტუალური გაერთიანება შედგა და ამის შეგეშინდათ” – წერს ზურაბ გურული.

ქართველი ექიმის პოსტს გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში გურული აცხადებს, რომ მალე იხილავს მაგათ სტრასბურგში. ის ასევე წერს, რომ “ბოლო სერია” უფრო საინტერესო იქნება.

“ბოლო სერიაში სამი მუშკეტერი რომ ეგონათ, კარდინალის გვარდიელები აღმოჩნდებიან ისინი და არამისი დაშნაზე ააგებს სათითაოდ” – ზურაბ გურული.