LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლი გარეთ გამოგვაქვს, მას ჟანგბადით ვამდიდრებთ და კვლავ ორგანიზმში ვაბრუნებთ – როგორ ებრძვიან თურქეთში კორონავირუსს

თურქი ექიმები ჟანგბადით გამდიდრებულ მათსავე სისხლს უსხამენ პაციენტებს და აქვთ ძალიან კარგი შედეგი, ამის შესახებ CNN ავრცელებს ინფორმაციას.

თურქეთს კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი პროტოკოლი აქვს. თურქი ექიმები ოზონოთერაპიას მიმართავენ. ამან მედიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ფიქრობენ, რომ მისი გამოყენება რისკებთან ასოცირდება.
„ჩვენ რთული სიტუაცია გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ ყველანაირ ხერხს მივმართოთ. ზოგჯერ ფილტვების მდგომარეობა უარესდება და ვერ ხერხდება ჟანგბადის მიწოდება სისხლისთვის, ამიტომ სისხლი გარეთ გამოგვაქვს და მას ჟანგბადით ვამდიდრებთ. ამის შემდეგ კი ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს კი კვლავ ორგანიზმში ვაბრუნებთ”,-ამბობს ექიმი არვა დეიმონი.