LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდა. ქვეყანაში “კოვიდ 19”-სგან უკვე 178 ადამიანი განიკურნა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ცენტრის მონაცემებით ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია და კვლავ 517-ს შეადგენს.