LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 17:18 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედასთან 6 კმ-ში, სოფელი ქოქოლეთიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.