LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარის ახალი სამსახური ქველმოქმედებას უკავშირდება

პრინცმა ჰარიმ ახალი საქველმოქმედო ორგანიზაცია HeadFIT დააარსა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ფსიქიურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს. 35 წლის ჰარიმ 10 წელი იმსახურა ჯარში და კარდაგ იცნობს საომარი მოქმედებებით გამოწვეულ ყველა პრობლემას.

,,ორგანიზაციის შექმნას სამი წელი დასჭირდა, ამიტომ ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენთან ერთად გაიარა ეს რთული გზა. ნებისმიერს, ვინც პროექტზე მუშაობდა, თამამად შეუძლია იამაყოს იმ კეთილი საქმეებით, რომელსაც ორგანიზაცია შეასრულებს, არადა საქმე მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენი მიზანი საკუთარ პოტენციალზე ფოკუსირება და საკუთარი თავის ოპტიმიზაციაა, რათა გავხდეთ უკეთესი, ვიდრე ახლა ვართ”, – აღნიშნა ჰარიმ საკუთარ განცხადებაში.

საქველმოქმედო პროექტზე სასექსის ჰერცოგი ქორწინებამდე მუშაობდა, 2017 წელს კი, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შესთავაზა პარტნიორობა. პრესის მტკიცებით, ჰარის ძალიან დაწყვიტა გული საპატიო სამხედრო წოდებებთან გამომშვიდობებამ, რომლებიც სხვა პრივილეგიებთან ერთად დაკარგა და მხოლოდ ომში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის შექმნილ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე – Invictus-ის თამაშებზე შეინარჩუნა მეურვეობა.