LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი ზაფხულში ტურისტების მიღებას გეგმავს

საბერძნეთი ტურისტების მისაღებად ემზადება. როგორც ტურიზმის მინისტრმა ხარის თეოხარისმა „ბიბისისთან“  განაცხადა, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ტურიზმი აბსოლიტურად უსაფრთხო იყოს.

შეიცვლება მოგზაურობის წესები და გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ თავად დამსვენებლებსაც.

„ახალი წესები გვაქვს სასტუმროებისთვის, სანაპიროებისთვის, აუზებისთვის, ტურისტული აგენტებისთვის თუ სასადილოებისთვის“ – განაცხადა მინსიტრმა.

ახალი რეგულაციები ჯერ–ჯერობით ბოლომდე გაწერილი არ არის, თუმცა პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს შესაძლოა სიცხის გაზომვა და სისხლის ანალიზის ჩაბარებაც კი მოუწიოთ.

ტურიზმი საბერძნეთის ეკონომიკის 20%–ს შეადგენს და ყოველი მეხუთე ბერძენი სწორედ ამ ინდუსტრიაშია დასაქმებული. წლევანდელი წელი ძალიან რთული აღმოჩნდა და ქვეყანას შესაძლოა სერიოზული კრიზისი შეექმნას.