LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დამუხტვით 706 კმ – ჩინელებმა „ტესლას“ კონკურენტი შექმნეს

ჩინურმა კომპანია Xpeng Motors–მა ელექტრონული სედანი Xiaopeng P7 წარადგინა. მოდელის სვლის მარაგი ყველაზე გამძლე Tesla Model S–საც კი ჯობს და თან მისი ფასი ლამის ორჯერ უფრო ნაკლებია. როგორც ავტომწარმოებელი ირწმუნება, ერთი დამუხტით ელექტროქარს 706 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი ღირებულება კი მხოლოდ 229,9 ათასი იუანია.

სიახლე რამდენიმე მოფიციკაციას მიიღებს და მისი ელემენტის სიმძლავრე – 70,8 ან 80,9 კილოვატ საათი იქნება. ავტომობილის 30 ან 80%–მდე დამუხტვას 28 ან 31 წუთი დასჭირდება. სვლის მარაგი საბაზისო 568–დან 706 კილომეტრამდე იცვლება. შედარებისთვის, Tesla Model S Long Range Plus–ს ერთი დამუხტვით მხოლოდ 627 კილომეტრის გავლა შეუძლია.

სედანის სიგრძე 4900 მმ–ს აღწევს, საბურავების ბაზა კი 3000 მმ–ია. „ტესლას“ გაბარიტები 4980 და 2960 მმ–ია.

Xiaopeng P7 მესამე დონის ავტოპილოტს მიიღებს, სისტემა გზაზე ორიენტირებას 14 კამერით, 12 ულტრა მგრძნობიარე სენსორით და 5 მაღალსიჩქარიანი რადარით შეძლებს.