სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა „ფორბსმა“ კანიე უესტი მილიარდერად დაასახელა. ახლა კი ჰიპ-ჰოპ არტისტმა თავისი ბავშვობის სახლი, 225 ათას დოლარად შეიძინა. სახლი ჩიკაგოში, საუტ-შორის რაიონში მდებარეობს.
როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, სახლი დანგრევის პირას იყო, რეპერმა მის რემონტს სულ რაღაც 60 000 დოლარი დაახარჯა და მას პირვანელი სახე დაუბრუნა.


შეგახსენებთ, უესტი და მისი ოჯახი უამრავი უძრავი ქონების მფლობელია, მათგან ყველაზე გამორჩეული კი უზარმაზარი რანჩოა, რომელიც არტისტმა 14 მილიონ დოლარად შეიძინა.
საკუთარი ტბა, მთები და კანიონები -კანიე უესტმა 14 მილიონ დოლარად რანჩო შეიძინა (ფოტო)
კანიე უესტი უაიომინგის შტატში კიდევ ერთ რანჩოს Bighorn Mountain Ranch ყიდულობს. რანჩოს ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო მიწის ფართობი 2,717 ჰექტარი
