LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა, რომ კესოს დედა და მამა მარტო არ დაგვტოვეთ დაუნდობელ მტერთან ბრძოლაში!..”

პატარა კესოს ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ “ფორტუნას” ოფიციალური საიტი უკვე წერდა. ახლახან გამოქვეყნდა ვიდეო და კესოს დედის მიმართვა საზოგადოებისადმი, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

“მე კესოს დედა ვარ. ჩემს შვილს თავი სტკივა – მე სული და გული, მაგრამ ნეტავ პირიქით იყოს!
მე კესოს დედა ვარ. ჩემი შვილი ცოცხალია და ისევ აგრძელებს ბრძოლას თქვენი წყალობით – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტო მე კი არა, თქვენც აჩუქეთ მას სიცოცხლე!

"დაავადებამ წამზომი უკვე ჩართო" - პატარა კესოს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გოგონას, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, თვეში 20 000 ლარის წამლები სჭირდება.

მე კესოს დედა ვარ. თქვენც მის მშობლებად იქეცით ამ ორი წლის განმავლობაში და მადლობა!
მადლობა შენ, ვინც ერთი ლარი დადე ჩემი შვილის სიცოცხლისთვის და მადლობა შენ, ვინც ათასჯერ მეტი! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ – შენ მე ყოველდღე შვილის ახალ დღეს მჩუქნი და სასწაული ხარ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის! ეს უკვალოდ არ გაქრება, უთვალავად დაგიბრუნებს ღმერთი ჩემი დალოცვით ავსებულს ?
მადლობა! მადლობა! მადლობა!
რომ მარტო არ დაგვტოვეთ კესოს დედა და მამა ამ საზარელ და დაუნდობელ მტერთან ბრძოლაში! ყველამ გაიყავით ტკივილი.. ის ტკივილი, რომელსაც კესო თავში გრძნობს – ჩვენ კიდე სულში და გულში …და ნეტავ პირიქით იყოს!
?მიმღები ბანკი: სს “თიბისი ბანკი” ⬇️
#GE65TB7192745064300002 ?
? თამარ ჩახმახაშვილი ?
?მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი ⬇️
#GE63BG0000000101336837 ?
? NIKOlOZ BAKHUTASHVILI “.