LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თაკო გაჩეჩილაძეს მეორე შვილი შეეძინა

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე დედა მეორედ გახდა. მას და მის მეუღლეს, პროდიუსერსა და მუსიკოსს, ბორისლავ მილანოვს გოგონა ჰყავთ, ახლა კი ბიჭი შეეძინათ. პატარა ბიჭუნას ელია დაარქვეს.

ბედნიერმა დედიკომ შვილის ფოტო ახლახან გამოქვეყნა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ მას ახალი ანგელოზი მოევლინა.
ვულოცავთ თაკოს ორგზის დედობას და შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბედნიერებას ვუსურვებთ.