LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა