LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 23 ქვეყანაში COVID19-ით სულ 55 ჟურნალისტი დაიღუპა

ორგანიზაცია Press Emblem Campaign აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველი მარტიდან 1-ელ მაისამდე მსოფლიოს 23 ქვეყანაში COVID19-ით 55 ჟურნალისტი დაიღუპა.

ჟურნალისტები დაიღუპნენ ბანგლადეშში, ეგვიპტეში, პაკისტანში, მექსიკაში, ბრაზილიაში, დომინიკის რესპუბლიკაში, შვედეთში, ესპანეთში, აშშ-სა და ავსტრიაში.

არასამთავრობო აღნიშნავს, რომ ვირუსით ჟურნალისტების დაინფიცირების ძირითადი მიზეზი სამუშაო პროცესის დროს ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა იყო.

ინფორმაციისთვის, 26 აპრილს ბრიტანეთში COVID19-ით გარდაიცვალა „ბიბისის რადიო 4“ – ის წამყვანი რიჩარდ სანდერსი.