LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ახალგაზრდა მორაგბე

მეტად სამწუხარო ამბავი მოხდა. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა, 18 წლის მორაგბე. ამის შესახებ რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში დაწერა და სამძიმარი გამოხატა:

“საქართველოს რაგბის კავშირი და სარაგბო თემი მწუხარებას გამოვთქვამთ ზესტაფონის „არწივების“ ახალგაზრდა მორაგბის, ბესიკ სარალიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ ბესოს ოჯახის ტკივილს”.