LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადებების უკან შესაძლოა თეთრი ან შავი შური იდგეს –

“აქამდე შედარებით ნაკლები დანაკარგით მოვედით, თუნდაც იმავე რუსეთთან შედარებით, რომელმაც შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული თეთრი ან შავი შური,”– ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

საქართველოში, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში თუ რამ კარგი კეთდება, ეს აღიზიანებს ჩვენს მეზობელს, ქალბატონ ზახაროვას მოვიწვევთ და ვაჩვენებთ, რას ვაკეთებთ

„მივმართავ მათ, ქალბატონ ზახაროვასაც მოვიწვევ ლუგარის ლაბორატორიაში თუ აინტერესებს. მათი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ბევრჯერ არიან ნამყოფი აქ და იციან რითი ვართ დაკავებული."

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი პერიოდულად სხვადასხვა მიზეზის გამო ააქტიურებს ლუგარის ლაბორატორიის საკითხს. ჩემი ვარაუდით, ახლა ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად განიხილება. მე არ ვიცი, როგორ წავა მომავალში ჩვენთან პროცესი, მაგრამ აქამდე შედარებით ნაკლები დანაკარგით მოვედით, თუნდაც იმავე რუსეთთან შედარებით, რომელმაც შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული თეთრი ან შავი შური. მთავარი ფაქტორი მაინც პოლიტიკური შემადგენელია – რატომ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და რატომ აირჩია ჩვენმა ქვეყანამ ევროატლანტიკური მიმართულება. ლუგარის ცენტრში არის 3 ლაბორატორია, რომლებიც ადრე სრულად იყვნენ დამოკიდებულები რუსეთზე. მაგალითად, რესპირაციული ვირუსების ლაბორატორია ადრე სინჯებს ლენინგრადში აგზავნიდა. იგივე ეხებოდა პოლიომელიტს, ახლა კი ეს ყველაფერი აქ კეთდება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც თებერვლის დასაწყისში კორონავირუსის დიაგნოსტირება შეეძლო, რაშიც დიდი წვლილი ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა შეიტანეს,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად, დავათვალიერებინეთ, გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია