LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანობა კრიზისის დროს: საქართველო – ყველაზე კეთილი ადამიანების ქვეყანა (ვიდეო)

ბელარუსი მასწავლებელი და პროდიუსერი, ალეკსანდრ ნეკრაშევიჩი სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეომარკეტოლოგების კლუბის დამფუძნებელი ქართველი ხალხის სიკეთითა და ერთმანეთის მიმართ გვერდში დგომის უნარით აღფრთოვანებულია.

“სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით პოსტებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ქართველები. კარგი! ახლა ყველას ძალიან უჭირს და მსოფლიოში ბევრი კარგი ადამიანია, თუმცა არსებობს რაღაც, რაც განსაკუთრებულად გიპყრობს – ესენი არიან ადამიანები დიდი კეთილი გულით – ისინი პურს გასცემენ უბრალოდ, და სანაცვლოდ ფულს არ იღებენ, მათ მოხუცებისთვის საკვები მიაქვთ, “ზემოდან” ბრძანების გარეშე, და სანაცვლოდ რაიმე სარგებელს არ ელოდებიან. მათ არ სურთ სიკეთის აფიშირება და კეთილი დიდი გულის რეკლამირება. მადლობა, რომ არსებობთ!” – წერს ნეკრაშევიჩი.