LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსზე 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან 16 ახალი შემთხვევა გვაქვს – ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მარნეულში მიმდინარე შეხვედრაზე გამყრელიძემ აღნიშნა, 107 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლნისსი, 48 თეთრიწყაროში,33 კი მარნეულში.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ამ დროისთვის რეკორდული რაოდენობის – 1328 ტესტი ჩატარდა.

“დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან 4 არის მარნეულში, 4 თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან”.

ცნობისთვის, მარნეულის მერიაში შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.