LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდგინდა.

ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.

მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია.

ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.