კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 68 სასულიერო პირს დაუდასტურდა.ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება ორი სასულიერო პირი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან. ამის შესახებ ლავრის წინამძღვარი პაველი აცხადებს.
მონასტერში 200-ზე მოძღვარი იყო, აქედან 68 დაუდასტურდა კორონავირუსი. 19-ის პასუხი კი უარყოფითია, ხოლო 28 სასულიერო პირს განმეორებით ტესტირებას ჩაუტარებენ. საავადმყოფოში სულ 25″, – თქვა ლავრის წინამძღვარმა.
მიტროპოლიტი, რომელიც უკრაინაში დაწესებული შეზღუდვების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმ დღეებს იხსენებს, როდესაც საავადმყოფოში კორონავირუსზე მკურნალობდა.
„მე თავადაც გახლდით საავადმყოფოში და ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რომელსაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ… ლავრაში დღეს ყველაფერი კეთდება ექიმების მიერ დადგენილი წესით,”- აღნიშნა ლავრის წინამძღვარმა პაველმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად პაველმა, ისევე, როგორც მოსკოვის პატრიარქმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი ადამიანების ცოდვებით არის გამოწვეული. პაველი მოუწოდებდა მრევლს, „მისულიყვნენ წირვაზე, ზიარებაზე და ერთმანეთს გადახვეოდნენ“.
4 აპრილს კი კიევ-პეჩერის ლავრა მორწმუნეებისთვის დახურეს. ღვთისმსახურება დახურულ კარს მიღმა იმართება.
