საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 58 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.
