LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად

ალბათ გაგიგონიათ, რომ კანის სიმშრალე თუ  გაწუხებთ, ბევრი წყალი უნდა დალიოთ – ეს რჩევა წლებს ითვლის, თუმცა ბევრს მეცნიერული დასაბუთება შეიძლება არც ჰქონდეს. სტატიას ამის შესახებ BBC აქვეყნებს. 

დღევანდელ დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეებს ურჩევენ, წყალი ბოთლით ატარონ გაკვეთილებზე, დიდ ოფისებში, შეხვედრების მაგიდებზე ყოველთვის დგას წყალი.

რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ორგანიზმისთვის – ამ თემაზე ჯერ კიდევ 1945 წელს ამერიკის კვებისა და ვიტამინების საბჭომ მოზარდებს ურჩია, წყალი კალორიების მიხედვით დაელიათ. ეს ნიშნავს, რომ

როგორ დავიკლოთ ისე, რომ დაკარგული კილოგრამები უკან არ დაბრუნდეს - ზაზა თელიას რეკომენდაციები

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ჯანსაღი და სწორი კვების 13 წესს გვთავაზობს

ქალი, რომელიც საშუალოდ 2000 კალორიას იღებს დღეში, 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს, მამაკაცი კი, 2500 კალორიის შემთხვევაში, 2, 5 ლიტრი წყალი. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ის წყალი, რომელსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს.

წყალი ჩვენი სხეულის წონის 2/3-ს შეადგენს. თუ მას არასათანადო რაოდენობით მივიღებთ, შეიძლება დეჰიდტრაცია დაგვემართოს ანუ გაუწყლოება.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ თუ სხეულს კარგად მოუსმენთ, ის ყოველთვის გეტყვით, როდის გწყურიათ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც წყურვილის შეგრძნება არც ისე ხშირად აქვთ.

რამდენადაც წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს სასმელი, რომელიც პირიქით აშრობს ჩვენს ორგანიზმს, მათ შორისაა: ჩაი და ყავა. ამიტომ გვახსოვდეს, რომ თუ ჩაი ან ყავა გვიყვარს და ხშირად ვსვამთ, კიდევ უფრო მეტი წყალი მივიღოთ დღის მანძილზე.

კვლევები აჩვენებს, რომ დეჰიდტრაციის ანუ გაუწყლოების ნიშნებია: პირის, ტუჩების გამოშრობა და სხვა ასეთი სიმპტომები. ასე რომ იყავით ყურადღებით და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.