LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით აქუბარდიას „რუბილნიკი“ აჩუქეს

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ტელეკომპანია „კავკასიის“ წამყვანმა პრემიერს მიმართა, სალონები გაეხსნათ, რადგან თმა ჰქონდა შესაკრეჭი.

სალონები ჯერ არ გახსნილა, მაგრამ აქუბარდიას სტილისტი დაუკავშირდა და თმა შეაჭრა. 

მოგვიანებით აქუბარდიამ მოითხოვა, ელიავას ბაზრობა გაეხსნათ. „რუბილნიკი“ დამეწვა, არ ვიცი სად ვიყიდო“, – განაცხადა პირდაპირ ეთერში წამყვანმა.

დღეს დავით აქუბარდიას მეუღლემ ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში იმ „რუბილნიკის“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც წამყვანს აჩუქეს. 

საინტერესოა, მესამედ რას მოითხოვს წამყვანი პირდაპირ ეთერში.