LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota გამოუშვებს ექსკლუზიურ Corolla-ს, რომელიც მხოლოდ კომფორტზე იქნება ორიენტირებული

Toyota აპირებს, რომ Corolla-ს სპეციალური მოდიფიკაცია გამოუშვას. ჩვეულებრივი სედანებისგან განსხვავებით Corolla L ბევრად უფრო კომფორტული იქნება, გაიზრდება საბურავთა ბაზა და ძრავიც განახლდება. ახალი მოდელი ბაზარზე ერთი წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს.

როგორც ჩინურმა პრესამ დაადგინა, მოდიფიკაციის ძარა გაიზრდება და 4735 მმ-ს მიაღწევს. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ვერსია L-ს კაპოტის ქვეშ სამ-ცილინდრიანი კომბინირებული ძრავი Toyota M15C ექნება. „ტურბოსამიანი“ 118 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გრძელ-ბაზიანია Toyota Corolla ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი, რადგან ჩინელი ბიზნესმენები კომფორტულ ავტომობილებს განსაკუთრებულად აფასებენ. რაც უფრო დიდია მანქანა, მით უფრო პრესტიჟულად ითვლება. სწორედ ამიტომ, კომპანია ექსპორტზე ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს.

მოდელის შიდა ბაზარზე გამოსვლა 2021 წლისთვის იგეგმება, ოფიციალურ ტექნიკურ მახასიათებლებს კი 2020 წლის ბოლოსთვის გაამხელენ.