LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბომბის აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო, ბრიუსელის ცენტრალური სადგური ევაკუირებულია

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში ბომბის აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სადგურზე ასაფეთქებელი საშუალების არსებობის შესახებ შეტყობინება პოლიციამ დღის მეორე ნახევარში, ბრიუსელის დროით 4:50 სთ-ზე მიიღო.

სამძებრო-საგამოძებო ღონისძიებების შემდეგ დადგინდა, რომ ცრუ განგაში იყო, თუმცა შესაძლო საფრთხის აცილების მიზნით,სადგურზე მატარებლის მოძრაობა გარკვეული დროით შეჩერებულია.