ბათუმში, კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანმა კლინიკა „მედალფა“ უკვე დატოვა.
ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული. მათ შორის 240 გამოჯნამრთელდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში – 4919, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497 პირი იმყოფება.
