თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.
შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩამოშლილი ქვაღორღიდან ადგილობრივებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, დანარჩენების სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი მიემართება.
