რატომ იკლავენ კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმები თავს? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
რუსეთში გასულ კვირას ფანჯრიდან სამი ექიმი გადავარდა.
ნოვოსიბირსკში 37 წლის სასწრაფო დახმარების ექიმმა, რომელმაც სოციალურ ქსელში რთული სამუშაო პირობების ამსახველი ვიდეომიმართვა გაავრცელა, ფანჯრიდან გადახტა და ახლა სიცოცხლეს ებრძვის. ვიდეოში ექიმი ყვებოდა, რომ კორონავირუსის დაინფიცირების მიუდედავად, მას მუშაობას აიძულებდნენ.

24 აპრილს რუსეთის ქალაქ ზვიოზდის სამედიცინო დამარების უფროსი გადახტა ფანჯრიდან.
იგივე გადაწყვეტილება მიიღო კრასნოიარსკის ოლქის მთავარი ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა.
რუსულ მედიაში სვამენ კითხვას, ვარდებიან, თუ ხტებიან ფანჯრიდან ექიმები.
თავისთავად მცირე დროში ფანჯრიდან გადავარდნის ფაქტები ეჭვებს ბადებს. კითხვებზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება.
საინფორმაციო ვაკუუმმა კი სხვადასხვა ვერსია გააჩინა.
ერთ-ერთი ვერსიით, რეჟიმი უბრალოდ ხოცავს მიუღებელ და აქტივისტ ექიმებს.
ნიუ-იორკის წამყვანმა ექიმმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, თავი მოიკლა.
ექიმი ლორნა ბრინი, მანჰეტენზე არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების სამედიცინო დირექტორი იყო. ის თვითდაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
49 წლის ექიმის მამამ, ფილიპ ბრინმა, New York Times – თან საუბრისას განაცხადა, რომ მისმა შვილმა “სცადა, შეესრულებინა თავისი სამუშაო და მან ის შეიწირა”.

მისივე თქმით, ლორნა ბრინი სამუშაოს შესრულების დროს ახალი კორონავირუსით დაავადდა და სამსახურში კვირა-ნახევრის შემდეგ დაბრუნდა,
ფილიპ ბრინმა ქალიშვილთან ბოლო საუბარიც გაიხსენა და თქვა, რომ ის უყვებოდა, როგორ იღუპებოდნენ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მანამდე, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანებიდან გადმოიყვანდნენ.
ლორნა ბრინის დედის თქმით, მის შვილს ფსიქიკური დაავადების არანაირი ისტორია არ ჰქონდა.
34 წლის იტალიელმა მედდამ, დანიელა ტრეციმ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანიელა შიშობდა, რომ ვირუსი გადასდო მათ, ვისთანაც კონტაქტი დიაგნოზის დასმამდე ჰქონდა.

მედიის ცნობით, სწორედ ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი. როგორც იტალიის მედდების ეროვნული ფედერაციაში აცხადებენ, ახალგაზრდა მედდა დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა.
ფრანგული საფეხბურთო კლუბ “რეიმსის” ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
60 წლის გონსალესი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და თვითიზოლაციაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
რეიმსის მერმა არნო რობინემ, რომელმაც გონსალესის გარდაცვალება გამოაცხადა, უარი თქვა მის მიერ დაწერილი წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე. თუმცა, მედიაში გავრცელდა წერილის შინაარსი.
ექიმმა დაწერა, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება კორონავირუსით დაავადების გამო მიიღო.

გონსალესი “რეიმსში” 20 წელი მუშაობდა.
