ქეით მიდლტონმა ონლაინ რეჟიმში ამჯერად სამშობიარო სახლი ვირტუალურად მოინახულა. ქეითი ჩართვის დროს ბრიტანული ბრენდის „ბოდენის“ ცისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის ღირებულება 149 ამერიკული დოლარია. ყვავილებით დაპრინტული ეს ჩითის კაბა მიდლტონს ადრეც ეცვა. უფრო კონკრეტულად კი, საშობაო ქარდის ფოტოზე, სადაც ის შვილებთან და პრინც უილიამთან ერთადაა გადაღებული.

ქეითი ცნობილია იმით, რომ უპირატესობას ბრიტანული ბრენდის სამოსს ანიჭებს, რომელიც ხშირად, სულაც არ არის ძვირი.

