“დამიჯერეთ, კორონამ სამყარო შეარყია. კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ და აღნიშნა, რომ ჩვენ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ.
“არავინ არავის კარგ ამინდში ხელს არ უშლის, რომ გარეთ იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, დავიცვათ დისტანცია.
ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი, მიყვარდა სიარული, მაგრამ დაგვჭირდება თავის არიდება თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაგვჭირდება დიდი ქორწილების გადახდა, დაგვჭირდება, რაც ქართველებს გვაქვს ტრადიცია, ჭირი სუფრის გადახდა. დამიჯერეთ, კორონამ სამყარო შეარყია. კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უზარმაზარი ძვრა გაკეთდა არა მარტო მედიცინაში, მთლიანად სახელმწიფოს, ადამიანების ურთიერთობაში, განათლებაში, კულტურაში, იდეოლოგიაში. უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ. თუ ვაქცინა გაკეთდა სწრაფად, მაშინ სრულად ვერა, თუმცა დარეგულირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
