LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

604 ინფიცირებული: საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

უახლესი მონაცემებით, ინფიცირებულია 604 ადამიანი. გარდაიცვალა 9 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4887 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, კვლავ სამია.