მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსის მკურნალობისა და ვაქცინისთვის 8 მილიარდი დოლარი გაიღეს. გადაწყვეტილება ლიდერთა ვირტუალური კონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი. მასში მონაწილეობას ევროკავშრი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, ნორვეგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდა. მათ შორის არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს უპრეცედენტო ერთიანობის ნიშანია. მისივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ფინანსების გაღების მარათონი გრძელდება.
CNN-ის ცნობით, იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ 152 მილიონი დოლარი გამოყო, ხოლო სამხრეთ კორეამ კი 50 მილიონი დოლარი.
ნორვეგიამ 1 მილიარდი დილარი გაიღო კონტრიბუციის სახით, შვეიცარიამ — 381 მილიონი დოლარი, ხოლო ნიდერლანდებმა — 209 მილიონი დოლარი.
Thank you for supporting the Coronavirus Global Response #UnitedAgainstCoronavirus #StrongerTogether pic.twitter.com/kO7bvYSx5j
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 4, 2020
