LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ ბევრად მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ხვალ დილისთვის ბევრად მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება.

მისი თქმით, უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ პერიოდულად, გარკვეულ დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახლადინფიცირებულთა გამოვლენილ რიცხვს აჭარბებს.

“კორონავირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული, უკვე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ხვალ დილისთვის ბევრად უკეთესი რიცხვი გვექნება”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული. მათ შორის  – 240 გამოჯნამრთელდა. გარდაცვლილია – 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 4919, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497 პირი იმყოფება.