“შეიძლება გახსნის ეტაპები გადაიხედოს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ დამატებით რაღაცები შეიცვალოს ამ მიმართულებით და შეიძლება ზოგი მთელი რიგი მიმართულებები უფრო ადრე გაიხსნას- ამის შესახებ თბილისის მერმა „დღის ქრონიკაში“ ეკონიმიკის გახსნის 6-ეტაპიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საზოგადოების მხარდაჭერისა და თანადგომის მნიშვნელობას.
„ერთია, როდესაც მთავრობა დგამს კონკტრეტულ ნაბიჯებს და მეორეა, მისი აღსრულება, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნორმალურად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულეები და მართლაც არ არის მარტივი, 2 თვის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და შეზღუდული ყველანაირად, მოქმედებს კომენდანტის საათი, მაგრამ ხალხი ამას მოეკიდა გაგებით იმიტომ, რომ ყველამ კარად იცის, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ერთმანეთის უსაფრთხოება დაგვეცვა და შემთხვევით არ არის ის შედეგი, რაც დღეს სახეზე გვაქვს. ყველაფერი შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს და შევხედავთ, სამწუხაროდ რა რეალობაა ამ ქვეყნებში, ჩვენ მათგან განსხვავებით გაცილებით კარგი მდგომარეობა გვაქვს და ყველაფერში საზოგადოების დიდი წვლილია და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
