LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქის განცხადებაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა ნახსენები და ეს ნაციონალური მოძრაობაა” – მამუკა მდინარაძე

პარტია “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებისთვის განმარტა ფეისბუქ გვერდების გაუქმების მოტივები და მიზნები. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვრცელდება დეზინფორმაცია და ამის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას. მისი თქმით, ფეისბუქის ადმინისტრაციამ რამდენიმე ასეული ყალბი გვერდები გააუქმა და განცხადებაში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

“სოციალური სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, თუმცა ფეისბუქმა თავად გამოაშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი. ფეისბუქმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია რამდენიმე ასეული ყალბი გვერდების ჩახსნაზე და ამავე განცხადებაში ნახსენებია საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური პარტია და ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე იმედს გამოთქვამს, რომ სოციალური ქსელი აღნიშნულ მიდგომას მომავალშიც გააგრძელებს.

რაც შეეხება “ეს პერსონა”-ს გვერდების გაუქმებას და მასთან კოკა ყანდიაშვილის კავშირს, მდინარაძე აცხადებს, რომ კოკა ყანდიაშვილს “ქართულ ოცნებასთან” 2013 წლიდან კავშირი არ ქონია და ის პარტიის მხარდამჭერად არ ითვლება. მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყანდიაშვილის საკითხზე მსჯელობა.