LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან აღმოჩენასთან მყოფი მეცნიერი გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, 37 წლის ბინგ ლიუ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას „mail online“ ავრცელებს.

შაბათ შუადღისას ბინგ ლიუ სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც შესასვლელი კარიდან  სახლში მამაკაცი შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ლიუს ტყვია თავის, ყელისა და ტორსის  არეში აქვს მიყენებული.

ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.

შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა მეცნიერის მეუღლე. წყვილს არ ჰყავდა შვილი.

სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორი ბინგ ლიუ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი აღმოაჩინა. პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი საკუთარ მანქანაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოკლულის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში მნიშვნელოვანი აღმოჩენების პირას იყო.

გაუჩინარებული ადამიანები და დამალული ფაქტები: გადავახვიოთ დრო უკან, როგორ იწყებოდა პანდემია

ჩინეთის ხელისუფლებამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებმაც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში მასზე ინფორმაცია გაავრცელეს.

ბინგ ლიუ წარმოშობით ჩინეთიდან იყო. განათლება სინგაპურში, მეცნიერებათა ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო, ასწავლიდა პიტსბურგის პრესტიჟულ კარნეგის მელონის უნივერსიტეტში.