LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კორონავირუსგან განკურნებული პაციენტების სიმღერა ლევან რატიანს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა “მაესტროს” ეთერში ლევან რატიანს სიმღერა მიუძღვნეს.

კორონავირუსისგან განკურნებულმა პაციენტებმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის პალატაში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის გამოჩენა, ზეიმის ტოლფასი იყო. ასევე, მათივე თქმით, ლევან რატიანი მათთვის იყო სტიმული, რომ ეს მძიმე პერიოდი გადაელახათ.

“სტიმულს მაძლევდა ის, რომ ჩაკეტილ ოთახში იმედის თვალით შევყურებდით თითოეულ ექთანს, მათ თვალებში ვკითხულობდით დიდ პატივისცემას”- აცხადებს ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა პირებმა მანამდე სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, სადაც ასევე სიმღერით გადაუხადეს მადლობა ლევან რატიანს.

“როგორ გამახარეთ…” – გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ლევან რატიანს სიმღერა მიუძღვნეს (ვიდეო)

https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/633515824044366/